ემიგრაცია

ემიგრაცია
(ლათ. emigrare გადასახლება) - სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრება. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 1966 წლის საერთაშორისო პაქტით -,,სამოქალაქო და პოლიციური უფლებების შესახებ“, ყველა ადამიანს აქვს თავისი თუ სხვა ქვეყნის დატოვების უფლება, რომლის შეზღუდვაც შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოს უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობის, სხვა პირთა უფლებებისა თუ თავისუფლებების აუცილებლობით. საქართველოში ემიგრაციის სტატუსი, მისი უფლება-მოვალეობანი და ემიგრაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს 1993 წლის 20 ივლისის კანონით ,,ემიგრაციის შესახებ,,. ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის უფლება, დატოვოს თავისი ქვეყანა და თავისუფლად დაბრუნდეს უკან; განსაზღვროს საქართველოს მოქალაქეთა სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად წასვლის (ემიგრაციის) წესი და პირობები, აგრეთვე, მოაწესრიგოს ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი სხვა ურთიერთობანი.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Смотреть что такое "ემიგრაცია" в других словарях:

  • მიგრაცია — პირთა გადაადგილება, ჩვეულებრივ სახელმწიფოთა შორის. მიგრაცია გულისხმობს მრავალ ფორმას: იმიგრაცია ემიგრაცია, მუდმივი დროებითი, ნებაყოფლობითი იძულებითი და ა.შ. Source: გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში, [საქართველოდან არალეგალური… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»